კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში 12 წლის გოგონას მიერ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს.
ტელეკომპანიის ცნობით, ლოს-ანჯელესის პოლიცია აცხადებს, რომ გოგონას მიერ ნასროლი შემთხვევითი აღმოჩნდა, რადგან ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ მას აღნიშნული იარაღი სათამაშო ეგონა.
პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ნახევრად ავტომატური იარაღი. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მათ შორის არიან 11 წლის ბიჭი, 12 წლის გოგო და 30 წლის ქალი. 15 წლის ბიჭი და იმავე წლოვანების გოგონა, რომლებიც შედარებით მძიმედ იყვნენ დაჭრილი, ახლა თავს კარგად გრძნობენ.