ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მოსკოვში სასამართლომ ლიბერალი პოლიტიკოსი ნიკიტა ბელიხი დამნაშავედ ცნო

მოსკოვში სასამართლომ, ქრთამის აღებაში, ლიბერალი პოლიტიკოსი, კიროვის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ნიკიტა ბელიხი დამნაშავედ ცნო.

დღესვე გვიან ღამით მოსალოდნელია განაჩენის გამოცხადება. პროკურორები მოითხოვენ ბელიხისათვის 10 წლით პატიმრობისა და 100 მილიონი რუბლის ჯარიმის შეფარდებას.

ყოფილი გუბერნატორი ბრალდებებს უარყოფს და მის საქმეს სპეცსამსახურების პროვოკაციად მიიჩნევს.

ცნობისთვის, ბელიხი 2016 წლის ივნისში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ქრთამის სანაცვლოდ ყოფილმა გუბერნატორმა პირობა დადო, რომ გარკვეულ კომპანიებს შეიყვანდა ოლქის საინვესტიციო პროექტების სიაში.

იტვირთბა....