ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდთოვლობა აჭარაში: რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში განსაკუთრებული პრობლემები შექმნა.  უამინდობის გამო, სასწავლო პროცესი 50 სკოლასა (ხულო-33, შუახევი-17) და საბავშვო ბაღებში შეწყდა.

ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენლი 2 ათასამდე აბონენტი. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება შემდეგ სოფლებს: დიდაჭარა, ღორჯუმი, აგარა, ხიხაძირი და ვაშლოვანი.

მისივე თქმით, თოვლის საფარი დაბაში 70 სანტიმეტრს, სოფლებში კი ერთ მეტრს აჭარბებს, რის გამოც გზებზე გადაადგილება ყველა მიმართულებით გართულებულია.

ამ დროისთვის მხოლოდ ცენტრალური გზა იწმინდება.

იტვირთბა....