ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისის მერიასთან ხვალ საპროტესტო აქცია გაიმართება

ხვალ, თბილისის მერიასთან ატენის ქუჩის მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით,  ხვალ, 11:00 საათზე თბილისის მერიაში დანიშნულია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა ატენის ქუჩაზე უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით, პარალელურად თბილისის მერიასთან გაიმართება მოსახლეობის საპროტესტო აქცია.

„საქმე ეხება სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფას, რაც სისიხლის სამართლის დანაშაულია. მოგეხსენებათ ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა, მიუხედავად სასამართლო აკრძალვისა, 2018 წლის 15 იანვარს, სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ, უკანონო მშენებლობად გამოცხადებული და შეჩერებული 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ხელახლა გასცა. ვინაიდან თბილისის მერია უგულვებელყოფს მოსახლეობის ინტერესებს, რომლის გათვალისწინება მას სასამართლო გადაწყვეტილებით აქვს დავალებული, ატენის ქუჩის დაზარალებული მოსახლეობა მოითხოვს მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

იტვირთბა....