ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საწყენია, რომ ამერიკის შავ სიაში მეც არ მოვხვდი”

ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ „შავი სიის“ გამოქვეყნებას. ამის შესახებ რუსეთი პრეზიდენტმა ნდობით აღჭურილ პირებთან შეხვედრისას განაცხადა. პუტინის განცხადებით, საწყენია, რომ ის შავ სიაში არ მოხვდა. ამასთან, რუსეთის პირველმა პირმა სახაზინო დეპარტამენტის ქმედებას „არამეგობრული აქტი“ უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ე.წ. კრემლის სიის თითოეული ფიგურანტის უკან რუსეთის რიგითი მოქალაქეები დგანან და ამერიკამ მათი შავს სიაში შეყვანით, შეურცხყოფა ამ ადამიანებს მიაყენა.

„გამოდის, ამ სიაში ქვეყნის მთელი მოსახლეობა შეიყვანეს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ამგვარი ქმედებები საერთაშორისო ურთიერთობებს აზარალებს.

მისი თქმით, მოსკოვი დაინატერესებულია ვაშინგტონთან ურთიერთობების განვითარებით. ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთი შიდა საქმეებით უნდა დაკავდეს, კერძოდ, ეკონომიკით, სოფლის მეურნეობით, ჯანდაცვითა და თავდაცვისუნარიანობით.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების „შავი სია“ გამოაქვეყნა.

ნუსხაში ის პირები არიან ჩამოთვლილი, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს. სიაში სულ 210 პირია, მათ შორის 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი.

იტვირთბა....