ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის შედეგად ავტომობილის გადაადგილება შეზღუდულია

წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობაა. ამის მიზეზი კი ძლიერი ქარი და ნამქრის გამო წალკის რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილების პრობლემაა.

წალკის მუნიციპალიტეტის მერის ილია საბაძის თქმით, წალკაში გზები მოყინულია და ნამქერის გამო, გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

“როგორც კი ქარი ჩადგება, გზებზე გაწმენდით სამუშაოებს დავიწყებთ. დღეისათვის ჩაკეტილია ფარავნის უღელტეხილი, სოფელ არსარვანის, ჩოლარის, გოდაკლარისა და ხანდო-რეხის დამაკავშირებელი გზები”, – აცხადებს ილია საბაძე.

გამგებლის თქმით, წალკის მუნიციპალიტეტში ტემპერატურა მინუს 11 გრადუსამდე დაეცა.

იტვირთბა....