BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთში 8 თვის ბავშვი გააუპატიურეს. ძალადობაში ბრალდებული მისი 28 წლის ბიძაშვილია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.
ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მას სამსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და მედიკოსები მის დაზიანებებს, როგორც “საზარელს,” ისე აღწერენ.
უფლებადამცველთა ნაწილი პრემიერმინისტრს მიმართავს და პედოფილიის დანაშაულის გამო, კანონის გამკაცრებას მოითხოვს.
მსგავსი საზარელი შემთხვევა 2016 წელსაც მოხდა, როდესაც მეზობელმა დედის გვერდით მწოლიარე 11 თვის ბავშვი გაიტაცა და გააუპატიურა, 2015 წელს კი გაუპატიურების მსხვერპლი 3 თვის ჩვილი გახდა.