“მაშინ, როცა შემსრულებლები, დამკვეთები არა მხოლოდ სისტემაში რჩებიან, არამედ დაწინაურებულებიც არიან რა “გირგვლიანის პაკეტზეა” საერთოდ საუბარი?!, – ამის შესახებ რადიო “პალიტრაში” პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ფარსი მანამ, სანამ რეალური საკადრო ცვლილებები არ განხორციელდება და არ მოხდება კონკრეტული პასუხისმგებელი პირების კანონის შესაბამისად დასჯა.
“თუ ეს ადამიანები არ ჩამოშორდებიან სისტემას, ეს იქნება მორიგი ფარსი და კიდევ ერთი შეურაცხყოფა როგორც სანდრო გირგვლიანის და მისი ხსოვნის, ისე იმ ათობით და ასობით ადამიანის, რომელთა ნაწილიც დაიღუპა ამ უსამართლობაში. არაერთი ადამიანია დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელიც დღესაც იხდის უკანონო ან დაუსაბუთებული განაჩენის გამო სასჯელს.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე – ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე – რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, მართლმსაჯულების შეუვალობას.
იტვირთბა....