პარიზის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მიშელ დელპიუეშის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში, ნათქვამია , რომ მდინარე სენას ადიდების გამო ნაპირთან მცხოვრები 1000-მდე ადამიანი ევაკუირებული, 1500-მდე კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ცნობისთვის, ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო მდინარეში წყლის დონემ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 11 სანტიმეტრით მოიმატა და უკვე ოთხ მეტრს აჭარბებს, ვარაუდობენ რომ წყლის დონე 5.95 მეტრს მიაღწევს.
მდინარე სენა 2016 წელსაც ადიდდა, მაშინ წყლის დონემ 6.1-ს გადააჭარბა.