ტრანსგენდერი ქალი მირანდა ფაღავა აცხადებს, რომ მისთვის უცნობმა პირმა ვაკის პარკთან სცემა.
ცნობისთვის, ფაღავამ ძალადობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი თქმით
მთვრალი მამაკაცი დაესხა თავს და სცემა: “ის საკმაოდ ძლიერი და თან ნასვამიც იყო დიდი წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, წამაქცია და წიხლებს მირტყამდა გინებისა და ტრანსფობიური განცხადებების ფონზე, შემდეგ აიღო მარკეტის შესასვლელში მდგარი რკინის დაფა და რამდენჯერმე ჩამარტყა”.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
შსს-ში ამ დროისთვის სხვა დეტალებს, მათ შორის დაკავებულია თუ არა ამ საქმეზე ვინმე, არ ხმაურდება.