თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, დატოვონ ამერიკელმა სამხედროებმა სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი მანბიჯი.
თურქეთის პირველმა დიპლომატმა ვაშინგტონი სირიაში მებრძოლი ქურთების შეიარაღებული გაერთიანების, „ხალხთა დაცვის კავშირის“ მხარდაჭერასა და იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა.
მანბიჯის მიმდებარე ტერიტორიაზე აშშ-მა 200-ზე მეტი ჯარისკაცი 2017 წლის მარტში განალაგა.