aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვიოლეტა მატინოვას საქმეზე ქუთაისის სასამართლომ ექიმი ირაკლი მერკვილაძე დამნაშავედ ცნო

aviabiletebi
ავიაბილეთები

2013 წელს საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ექიმი ირაკლი მერკვილაძე დამნაშავედ ცნო და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარდაცვლილის დედის ალა მატინოვას თქმით, სამართალმა იზეიმა. ირაკლი მერკვილაძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

“5 წლიანი ლოდინის შემდეგ სამართალმა იზეიმა და დამტკიცდა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ირაკლი მერკვილაძემ შეიწირა”, – განაცხადა მატინოვამ.

დაკავებული ექიმის, ირაკლი მერკვილაძის ადვოკატის ალექსანდრე თათელიშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

“სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ჩვენ ყველა ინსტანციას გავაგებინებთ ამ უსამართლობის შესახებ. არ ველოდით ასეთ გადაწყვეტილებას“, -აღნიშნა თათელიშვილმა.

მისივე თქმით, ექიმი დანაშაულს არ აღიარებს, ხოლო ოჯახის წევრები და თანამშრომლები რამდენიმე დღეში პრესკონფერენციას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილი ვიოლეტა მატინოვას ოჯახი ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა.

იტვირთბა....