ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოროშენკო და მისი მთავრობა ისე გამოიყურებოდნენ უკრაინის საზოგადოების თვალში, როგორც მინიმუმ იმპოტენტები”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოროშენკო და მისი მთავრობა ისე გამოიყურებოდნენ უკრაინის საზოგადოების თვალში, როგორც მინიმუმ იმპოტენტები, – სააკაშვილმა ეს განცხადება „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუშ გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სააკაშვილის მიერ ბოლო კვირების განმავლობაში ნამოქმედარმა პოროშენკოს რეიტინგის ზრდა გამოიწვია მათშიც კი, ვინც ადრე მის მოწინააღმდეგედ ითვლებოდა, მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა:

„ეს ასე არ არის. რაც ხდებოდა, ამან მოახდინა პოროშენკოსა და უკრაინის მთავრობის სრული დისკრედიტაცია. ისინი გამოიყურებოდნენ, როგორც, მინიმუმ იმპოტენტები უკრაინული საზოგადოების თვალში. სინამდვილეში გამოიყურებოდნენ, როგორც ორგანიზებულ დამნაშავეთა დაჯგუფება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, თავად უფრო მეტად ესმის უკრაინელი ხალხის ფსიქოლოგია, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსა და მის გარემოცვას.

„პოროშენკოსა და მის გარემოცვას არ ესმის უკრაინული ფსიქოლოგია. მე უფრო მეტად უკრაინელი ვარ და აგიხსნით რატომ. უკრაინელებს თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე არ შეუძლიათ ავტორიტარიზმის მიღება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არც ერთ ლიდერს, გარდა იუშჩენკოსი, ეს არავის ესმოდა.

უკრაინა რუსეთი არ არის. მე უკრაინის ისტორია დიდი გულისყურით შევისწავლე. აქ ბევრი ეთნიკური ჯგუფია და რუსეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, უკრაინა არ არის ქვეყანა, სადაც ეთნიკური წარმომავლობით შეიძლება თამაში“ , – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....