ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააღმზრდელო პროცესი კიდევ ერთ ბაღში შეწყდა

ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, N19, N84 და N125-ე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების გარდა, სააღმზრდელო პროცესი კიდევ ერთ ბაღში შეწყდა.

მათივე ცნობით, სააგენტოს ხელმძღვანელს ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა აცნობა ზეპირსიტყვიერად კიდევ ერთი ბაღის, N64-ე ბაგა-ბაღის შენობის ავარიულობის თაობაზე. როგორც ექსპერტი აცხადებს, საექსპერტო დასკვნის მომზადებას 5 დღე დასჭირდება, თუმცა მანამდეც ბაგა-ბაღის ფუნქციონირება დაუშვებელია.

ექსპერტის რეკომენდაციის შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი შეწყდა N64-ე ბაღშიც.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ საბავშვო ბაღების შენობების მონიტორინგი გასული წლის ბოლოდან, კახაბერ გვანცელაძის დავალებით დაიწყო და მოითხოვა 158 ბაღის შენობის კონსტრუქციული მდგრადობის საკითხის. ამ ეტაპზე, კვლევა ჩაუტარდა ყველა იმ შენობას, რომელთა მდგომარეობა, ერთი შეხედვით, იწვევდა ეჭვს მათი ავარიულობის თაობაზე. შენობები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა შეისწავლეს.

29 იანვრიდან ამ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები რაიონში არსებულ სხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან.

იტვირთბა....