საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, სკოლებში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრის მიზანი მოსაზრებების გაცნობაა.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ საგანი აუცილებლად კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა ასწავლონ.
“ვფიქრობთ, ახალგაზრდებმა კომპეტენტური ადამიანისგან უნდა მოისმინონ სწორი ინფორმაცია, რომ ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა რელიგიაზე. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც სწორი წარმოდგენა ექნება არა მხოლოდ ერთ რელიგიაზე, არამედ ყველა ძირითადი რელიგიის და მათი ისტორიის შესახებ“, – განაცხადა დეკანოზმა.