ავლაბარში მოსახლეობა აცხადებს, რომ ახმეტის 14 ნომერში მიმდინარე სამშენებლო პროცესი მათ საცხოვრებელს საფრთხეს უქმნის. კერძოდ, სახლები ავარიულია და მშენებლობის დაწყების შემდეგ, სახლებში ბზარები გაუჩნდათ.
მშენებელი კომპანია მოსახლეობას დაპირდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამუშაოები მათ საცხოვრებლებს დააზიანებს, კომპანია მშენებლობას შეწყვეტს.
მათივე განმარტებით, პროექტში არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ მომიჯნავე სახლების ტექნიკური მდგომარეობა მდგრადობაზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა შენობების სიახლოვეს გამაგრებით ხიმინჯებს მაინც დაამონტაჟებენ.