ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დაუმორჩილებლობის სიმბოლო ვარ”: სააკაშვილი პუტინს მტრად არ მიიჩნევს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა “Новая газета”-ს ინტერვიუ მისცა, სადაც პუტინზე ისაუბრა.

“პუტინი ყველა ჩვენგანის პრობლემაა, თუმცა მას ჩემს მტრად არ მივიჩნევ. საერთოდ, ვფიქრობ, რომ პირადი მტრები არავის უნდა ჰყავდეს. რატომ ვარ მისთვის მტერი? რადგან დაუმორჩილებლობის სიმბოლო ვარ. ყველამ იცის, რომ 2008 წელს მას თბილსის აღება სურდა, ეს სარკოზიმაც იცის, მეც ვიცი… მე ვარ სიმბოლო იმისა, რისი განხორციელებაც მან ვერ მოახერხა 2008 წელს და თან კიდევ აქ დავსეირნობ, უკრაინაში”, – აღნიშნა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.

იტვირთბა....