ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: „გამონაბოლქვის შემცირება, ქალაქის საცობებისგან განტვირთვა – ეს არის მთავარი პრიორიტეტები“

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა მერიის მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენი გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტია – ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა, რაც ჩვენი მოქალაქეების პირდაპირი დაკვეთაა. არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ვგეგმავთ რამდენიმე ეტაპიანი სამუშაოების განხორციელებას, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, განახლება, რეაბილიტაციისკენ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ არის მიმართული, ხოლო მეორე მხრივ კი, გარკვეულ განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული შეზღუდვების შემოღებისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ტრანზიტულ მოძრაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ჯარიმები უნად გაიზარდოს.
„მოგეხსენებათ, თბილისში, ისევე, როგორც ყველა დიდ ქალაქში, ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა მცირე ჯარიმის გამო ამ წესს თამამად არღვევენ მძღოლები. დარღვევების აღსაკვეთად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯარიმა დღეს, თუ არ ვცდები, არის 20 ლარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა გაიზარდოს 500 ლარამდე და ეს უკვე ჩადებულია ჩვენ მიერ შემუშავებულ საკანომდებლო ცვლილებების პაკეტში“, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....