ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია “რადიო თავისუფლების” თანამშრომლების ბრალდებას პასუხობს

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “რადიო თავისუფლების” მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ქართული ბიუროს თანამშრომლები აცხადებენ, რომ სათავო ოფისის მენეჯმენტი მათ “რუსთავი 2”-თან თანამშრომლობას აიძულებს. ხოლო სამსახურის უფროსის დირექტორის დავით კაკაბაძის სამსახურიდან დათხოვნას ცდილობს.

“ვერაფერი ვერ გავიგე საერთოდ. ერთადერთი, რაც მესმის, ერთი, კარგად დაგეგმილი სტრატეგიაა “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ, დიახ, სტრასბურგის სასამართლოს ყურებისთვის.
ჯერ “ევროპული საქართველოს” სრულიად არაადეკვატური პასაჟით, ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის შესახებ.  მათ განცხადებაში ეს იყო სწორედ გაუგებარი და მიუღებელი, და არა შეცდომაზე მითითება, მით უფრო, სამართლიანი, და კიდევ უფრო მით უფრო, რომ ეს შეცდომა არხმა პარტიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცაში აღიარა და გამოსწორებას აპირებდა.

ახლა “რადიო თავისუფლების” ადგილობრივი მენეჯმენტი საერთოდ არ ვიცი, ვინაა. მარა ვეჭვობ, “მიუკერძოებელი” ია ანთაძის ბლოგით ამაყობს “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკის განხილვით და ამერიკული მენეჯმენტის არადემოკრატიულობის ბრალდებით ამ ხალხისთვის არც აქ, არც ამერიკაში არასდროს არაფერი გვითხოვია. პირიქით, აქეთ გვკითხეს აზრი საზმაუზე გაუქმებული გადაცემებისთვის ეთერის დათმობის შესახებ, რაზეც შარშანვე მიიღეს თანხმობა მხოლოდ ერთ გადაცემაზე, იმ პირობით, თუ სრულად დააფინანსებდნენ თავად. ამის შემდეგ არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა.

ფაქტია, “უხილავი ხელი” ამოქმედდა, თან ზუსტად იმ დროს და იმ ფორმით, რაც მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს,”-წერს გვარამია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ,  დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “რადიო თავისუფლების” სათავო ოფისის მენეჯმენტი , ქართულ სამსახურს”რუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებს და სამსახურის დირექტორის, დავით კაკაბაძის სამსახურიდან დათხოვნას ცდილობს – ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს BBGWatch, რომელიც აშშ–ის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების შესახებ წერს.

BBGWatch იუწყება, რომ “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის ჟურნალისტები ჩივიან, რომ ღია, კოლეგიური დისკუსიის ნაცვლად ისინი მენეჯმენტის მხრიდან გაუმჭვირვალე კრიტიკის სამიზნე არიან ანონიმური “ექსპერტების” საშუალებით. მენეჯერები აცხადებენ, რომ ამ “ექსპერტებთან” თანამშრომლობენ, თუმცა მათი ვინაობა სამსახურისთვის უცნობია.

 

იტვირთბა....