ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოსამართლე არევაძე, მესამე პრეზიდენტის საქმეზე: „ნამდვილად არაფერს არ უკავშირდება, ჩემი გადაწყვეტილება იყო,“

„ნამდვილად არაფერს არ უკავშირდება, ჩემი გადაწყვეტილება იყო,“ ასე შეაფასა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე გამოტანილი განაჩენი.

გიორგი არევაძემ  შეწყალების საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დღეს არევაძე სასამართლო სისტემის ერთწლიანი მუშაობის შედეგების შემაჯამებელ კონფერენციას ესწრება.

მოსამართლე არევაძემ მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლედ გამწესებასთან დაკავშირებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

გიორგი არევაძემ კონკურსის ყველა წინა პროცესი და კენჭისყრის ეტაპზე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

მას ინსტანციის შეცვლა სურდა და საქალაქოდან სააპელაციო სასამართლოში უნდოდა გადასვლა. თუ გიორგი არევაძე კანდიდატურას არ მოხსნიდა და საბჭოს მხარდაჭერას მიიღებდა, უვადო მოსამართლედ გამწესდებოდა.

სასამართლო სისტემის ერთწლიანი მუშაობის შედეგებს მოსამართლეთა კორპუსი, სპეციალურ კონფერენციაზე აჯამებს.

იტვირთბა....