ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული: “დაზიანება მომადგა იმ ჩხუბის დროს. არავითარი პრეტენზია სამართალდამცველების მიმართ არ გამაჩნია”

რესტორანში, სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულმა საბა სამუშიამ მოსამართლის შეკითხვებს უპასუხა.

ბრალდებულ საბა სამუშიას სახეზე დაზიანებები აღენიშნება, რის გამოც მოსამართლე დაინტერესდა, როდის მიადგა მას ეს დაზიანება, რაზეც ბრალდებულმა განაცხადა, რომ მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან რაიმე სახის უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
“ეს დაზიანება მომადგა იმ ჩხუბის დროს. არავითარი პრეტენზია სამართალდამცველების მიმართ არ გამაჩნია”, – აღნიშნა სამუშიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლო გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი სამი მუხლით – 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 118-ე მუხლის მესამე ნაწილით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი.

იტვირთბა....