ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: გამოკითხულთა 81%-ი მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81%-ი მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს, 16%-თვის კი არ არის პრობლემა. 72% მიიჩნევს, რომ ადრეული ქორწინება მათთვის პრობლემაა, ხოლო 24%-თვის კი არა.

გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ პრობლემაა, როდესაც ქალებზე არასასურველი სექსუალური ხასიათის ზეწოლა ხორციელდება, 26% კი პირიქით ფიქრობს.

53%-ის მოსაზრებით, ქალების სიმცირე პოლიტიკაში ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს, 40% ფიქრობს, რომ პრობლემას არ წარმოადგენს.

NDI-ს კვლევის თანახმად, 47% მიიჩნევს, რომ ქალებს მემკვიდრეობით არ აძლევენ ოჯახის ქონებას, 43%-თვის ეს ქალებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო 10%-მა კი არ იცის.
ამასთან, 45% ფიქრობს, რომ ქალების რეპროდუქციული ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს, ხოლო 34%-თვის პრობლემა არ არის.

36% ფიქრობს, რომ პრობლემაა, როდესაც ქალებს ხელმძღვანელის პოზიციაზე არ ასაქმებენ. 57%-ის აზრით კი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
30%-ს მოსაზრებით, პრობლემაა, როდესაც ქალებს არ უხდიან იმდენს, რამდენსაც მათ კაც კოლეგებს. გამოკითხულთა 59%-თვის კი ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

NDI-მ და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2,298 პირი.

იტვირთბა....