ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხუკთა 59%-მა არ იცის თუ ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გამოკითხულთა 26%-მა გასცა სწორად პასუხი, ხოლო 14%-მა შეკითხვას არასწორად უპასუხა.
NDI-მ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველ კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.