თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი სოფიო ხუნწარია თბილისის მერის მეხუთე მოადგილე გახდა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო.
თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კი ირაკლი გვილავა დაინიშნა.
რაც შეეხება სოფიო ხუნწარიას, ის თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად თბილისის მერად კახა კალაძის არჩევის შემდეგ დაინიშნა. მანამდე, ის 1999 წლიდან, როგორც საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიაში, მათ შორის ტელეკომპანიებში “იბერიასა” და “მზეში”, პროდიუსერად-ტელეკომპანია “იმედში”; იყო კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი. 2006 წლიდან სარეკლამო კომპანია “ვინდფორსის” აღმასრულებელი დირექტორი. 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია “არტარეას”.