ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხარაგაულში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო კაკიაშვილების ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

ხარაგაულში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო კაკიაშვილების ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, სოფლის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი ავარიულ სახლებში უწევს ცხოვრება.

ბეჟათუბანში სულ 12-მდე ოჯახი ცხოვრობს. ყოველდღიური აფეთქებების გამო, სოფლის სახლების 80% ავარიულია. ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბს კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” აშენებს. ადგილობრივები ყვებიან, რომ ინჟინრები კლდის დასანგრევად მძლავრ ასაფეთქებლებს იყენებენ, რის გამოც შესაძლოა, სოფელი საუკუნოვანი ნაგებობების გარეშე დარჩეს. ადგილობრივები ჩინურ კომპანიას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.

ჩინური კომპანიისა და საქართველოს რკინიგზისგან ყურადღების მიქცევას უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქციით სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშებიც ცდილობენ. დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების დროულად გაცემას ითხოვენ.

იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდება გაფიცული მუშების მოთხოვნები, ისინი საპროტესტო აქციებსა და სარკინიგზო გვირაბის გადაკეტვას გეგმავენ.

იტვირთბა....