ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იმნაძე: „ჩვენ ადამიანებს უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით იმიტომ, რომ ადამიანი მოკვდებოდა”

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომლის უვარგისობაზეც ინფორმაცია გავრცელდა, ადამიანებში არანაირი უკუჩვენება არ გამოუვლენია.

„ჩვენ ადამიანებს უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით ერთი თვე იმიტომ, რომ ადამიანი მოკვდებოდა, თუ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გავუკეთებდით. აქედან გამომდინარე, სანამ ახალი არ შემოვიტანეთ, ეს ვაქცინა გავაგრძელეთ და უმოკლეს ვადაში ახალი შემოვიტანეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ვაქცინა არ ვარგოდა. უბრალოდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ქარხანას მოუხსნა პრეკვალიფიკაცია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძეს არ განუმარტავს, რის საფუძველზე მოეხსნა კვალიფიკაცია თავის დროზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას.

იტვირთბა....