ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პანკისში ჩატარებული შეხვედრა შეაჯამა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს პანკისში ჩატარებული შეხვედრა შეაჯამა.

“მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლებაში, საზოგადოებასა და მედიაში არსებობს სტერეოტიპი და სტიგმა, თითქოს ხეობაში ტერორისტები ან ტერორიზმთან დაკავშირებული ადამიანები ცხოვრობენ. მათი თქმით, ისინი ქვეყნის პატრიოტები არიან და განიცდიან ამ სტერეოტიპებს. მეორე საკითხი, რაც გამოიკვეთა ესაა, ხელისუფლებასთან პირდაპირი კომუნიკაცია. შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგჯერ ცალკეულ ჯგუფებს ხვდებიან და არა მთლიანად ხეობის მოსახლეობას”,-  აღნიშნა ლომჯარიამ.

ხეობის მუსლიმური თემის წარმომადგენელმა მუსა პანკისელმა სახალხო დამცველთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალშიც იქნება ასეთი შეხვედრები საჭირო, რათა დაინგრეს ხეობის შესახებ არსებული სტერეოტიპები.

იტვირთბა....