ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სადაც პოლიციელი არ არის დაცული, საზოგადოების უსაფრთხოებაზე გარანტიას ვერ მოგცემთ, უკომპრომისოები ვიქნებით”

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 13 იანვარს კლუბ “ბასიანთან” მომხდარ შემთხვევაზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა პოლიციელის უსაფრთხოებაზე გადის და სადაც საქმე სამართალდამცავების სიცხოცხლეს ეხება, იქ უწყება უკომპრომისო იქნება.

„იქ, სადაც საქმე  პოლიციელის უსაფრთხოებას და ღირსებას ეხება, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ამას აქვს მარტივი ახსნა. იქ იმ საზოგადოებაში, სადაც პოლიციელი არ არის დაცული, საზოგადოების უსაფრთხოებაზე გარანტიას ვერ მოგცემთ ვერავინ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა მინისტრმა.

კლუბ “ბასიანთან” პოლიციის მაღალჩინოსნისა და კლუბის დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. ამასთან დაკავშირებით გიორგი გახარია აცხადებს, რომ შსს-ს კომპეტენციაში არ შედის იმაზე პასუხი, თუ რატომ გაათავისუფლეს ეს ადამიანი გირაოს სანაცვლოდ. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ უკვე გაასაჩივრა.

იტვირთბა....