ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ 8400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.
მათი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებულ სიგარეტთან ერთად 100 ცალი შამფური, სომხეთის მოქალაქის, ჰ.გ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა საქონელი და ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.