aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: თბილისში მოსახლეობის უმრავლესობას მთავარ პრობლემად გარემოს დაბინძურება მიაჩნია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, თბილისში მოსახლეობის უმრავლესობას 42%-ს მთავარ პრობლემად გარემოს დაბინძურება მიაჩნია. 34% საგზაო მოძრაობას ასახელებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით არსებულ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას გამოკითხულთა 33%.

კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურათან დაკავშირებულ სხვა საკითხებს რაც შეეხება, მოსახლეობას ასევე აწუხებს პარკირების (26%), პარკებისა და გამწვანების (24%), სუფთა ქუჩების (20%), გზების (14%), უსახლკარო ცხოველების (12%), სკოლების კეთილმოწყობის (11%) და სპორტული და დასასვენებელი დაწესებულებების (10%) პრობლემა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს ჩღღჩ-საქართველო.

იტვირთბა....