ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საკრებულოს უმცირესობას მერიის სტრუქტურულ ცვლილებებზე შენიშვნები აქვს

თბილისის მერიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს საკრებულოს ოპოზიცია აკრიტიკებს.

“ევროპულ საქართველოში” მიაჩნიათ, რომ დედაქალაქის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციას მერია თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გადახალისებისთვის გამოიყენებს.

საკრებულოს უმცირესობის შენიშვნები მერიაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე საკრებულოს უმრავლესობისთვის მიუღებელია. ქართული ოცნების დეპუტატები განმარტავენ, რომ უფუნქციო სამსახურები მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის გაუქმდა.

თბილისი მერიაში სტრუქტურული ცვლილებები დღეს მერმა კახა კალაძემ წარადგინა და დასძინა, რომ მერიაში რეორგანიზაცია თებერვალში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა,რომელზეც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე სამსახური ერთიანდება და რამდენიმე ახალი სამსახური იქნება.

ამასთან, რეფორმის ფარგლებში, ე.წ. ზონალური საბჭო და სხვა 19 კომისია და საბჭო გაუქმდა. კომისიების და საბჭოების ფუნქციები მერიის შესაბამის სტრუქტურებს გადაუნაწილდათ.

იტვირთბა....