ახალი ამბები მთავარი სამართალი

გლდანში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ

ამ წუთამდე, გლდანში ეძებენ პირს, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, წუხელ, გლდანში პირის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა. გლდანის მე-7 მიკრორაიონში მდებარე სუპერმარკეტ „ფრესკოს“ ტერიტორია რამდენიმე საათის განმავლობაში შემოსაზღვრული სპეციალური ლენტით.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, პატრულმა ერთ-ერთი ავტომანქანა გააჩერა და მისი შემოწმების დაწყებამდე მძღოლი ავტომანქანიდან გადახტა, პოლიციას სროლა დაიწყო და საბოლოოდ, გაიქცა.

იტვირთბა....