პოლონურმა კომისიამ, რომელიც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ავიაკატასტროფის საქმეს სწავლობდა, დაასახელა ძირითადი მიზეზი თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. ამის შესახებ იფნორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
“კომისიის სხდომაზე მოისმინეს ექსპერტ ფრენკ ტეილორის დასკვნა, რომელსაც კომისიის თითქმის ყველა წევრი დაეთანხმა. თვითმფრინავის მარცხენა ფრთა განადგურდა აფეთქების შედეგად, რომელიც ბორტზე მოხდა” – განაცხადა ტეილორმა.
შეგახსენებთ, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი ტუ 154, სმოლენსკთან ჩამოვარდა, რის შედეგადაც თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრები და ეკიპაჟი გარდაიცვალა.