ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, 60 წლამდე მამაკაცს გულის შეტევა მოუვიდა, რის შემდეგაც სიმაღლიდან ჩამოვარდა, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები ექსპერტიზის დასკვნას დაელოდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, უბედური შემთხვევის ზუსტი მიზეზი – მამაკაცის გულის შეტევა, თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა.
115-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცახდებენ, რომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და გარდაცვალების ზუსტი მიზეზეი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.