დამოუკიდებელი ექსპერტი მაი ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში არსებობს ისეთი ფოტომტკიცებულებები, რომელიც სუს-ის ვერსიას სრულიად თავდაყირა დააყენებს- ეს განცხადება ნიკოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა.
მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ნახა სხვადასხვა პირის მიერ გადაღებული ფოტომასალა, რომელზეც გარკვეულ დეტალებში განსხვავებაა და რომლის გამოც ადგილის ხელახალი დათვალიერების აუცილებლობა დადგა. ნიკოლეიშვილი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, იმედოვნებს, რომ შესაბამისი ორგანოები მასთან ითანამშრომლებენ და გარკვეულ მასალებს გადასცემენ, რათა მოხდეს სპეცოპერაციის ღამის დეტალური აღდგენა.
„აუცილებლად უნდა გადამოწმდეს ფოტოები. ფოტო, რომელიც ჩემს ხელთ არის, რომელიც აქვს გამოძიებას და გადაიღეს სხვა პირებმაც, არის გარკვეული სხვაობა. არსებობს რაღაც დეტალი, რომელიც განსხვავებულად ჩანს და იკითხება. ადვოკატთან შევთანხმდები და თვიდან მოგვიწევს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. თუ გამოძიების მხრიდან იქნება კეთილი ნება, თუ მივიღებთ გარკვეულ ინფორმაციას, ჩვენი სურათი იქნება საკმაოდ ზუსტი. შესაძლებელია ამ დეტალმა მთლიანად თავდაყირა დააყენოს სუს-ის ვერსია და აი ამ განსხვავებულ ფოტოებში მეშინია, რომ არ იყოს ხელოვნური განსხვავება. აქ უკვე სულ სხვანაირად შეიძლება ამის წაკითხვა.
გამოძიებას რა აქვს ხელთ, მე არ მინახავს. მე ვნახე რამდენიმე ფოტო, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ვერ ვხსნი ამას. ძალიან მნიშვნელოვანია და ამან გაგვიჩინა ვალდებულება, თავიდან ვნახოთ ადგილი. ძალიან კარგი იქნება, თუ შესაბამისი ორგანოები წამოვლენ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირალ მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდიაცვალა. საავადმყოფოში მისი ოჯაახის წევრები იმყოფებიან. გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის დედა აიზა მარგოშვილი აცხადებს, რომ ამ ამბავს ასე არ დატოვებენ და ვინც მისი შვილის სიკვდილში დამნაშავეა ყველას პასუხს აგებინებენ.
შეგახსენებთ, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი.
წყარო: „პალიტრანიუსი”