ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი სააკაშვილზე: “ეს განაჩენი არ არის ბმაში საექსტრადაციო მოთხოვნასთან”

პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მიზნით საქართველოს პროკურატურა უკრაინისთვის დამატებით მიმართვას არ გეგმავს.

საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ექსტადირების მოთხოვნა უკრაინაში უკვე გადაგზავნილია და 3 დღის წინ გამოტანილი განაჩენი ამ პროცესთან კავშირში არ არის.

“ეს განაჩენი არ არის ბმაში საექსტრადაციო მოთხოვნასთან. უკრაინულ მხარეს თავის დროზე წარედგინა ყველა დოკუმენტი, რაც მათ მიერ იყო მოთხოვნილი. გადაწყვეტილება უკრაინის მხარემ უნდა მიიღოს და ვერავითარ ახლადგამოვლენილ გარემოებებად ვერ წარმოჩინდება გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც შეიცვალა მხოლოდ ერთადერთი სტატუსი – ბრალდებული სააკაშვილი გახდა მსჯავრდებული. საბოლოო პასუხი ექსტრადირებაზე ჩვენ დღემდე არ მოგვსვლია, ველოდებით უკრაინული მხარის გადაწყვეტილებას. ის რაც გასაკეთებელი იყო უკრაინულ მხარესთან უკვე გაკეთებულია, მოლოდინის რეჟიმში ვართ”,- განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ,  სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით,  სააკაშვილმა დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების დაპირება მისცა და მოგვიანებით ისინი შეიწყალეს. გამოძიებამ ეს გარიგება უკანონოდ ჩათვალა. სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

პროკურატურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინიდან ექსტრადიციას მოითხოვს.

იტვირთბა....