ლიბიის სანაპიროსთან, ღია ზღვაში არალეგალი მიგრანტების ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა.
ნავი იტალიის სანაპირო დაცვამ თვითმფრინავიდან შენიშნა, თუმცა, ადგილზე მისულმა მაშველებმა 8 ადამიანის გადარჩენა ვეღარ მოასწრეს. სულ კი წყლიდან 84 ადამიანი ამოიყვანეს.
გადარჩენილები იტალიაში არალეგალთა თავშესაფარში გადაიყვანეს.