ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიევში უშიშროებამ ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევში “ყირიმის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი” პეტრე მიხალჩევსკი დააკავა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ის უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ანექსირებული ყირიმის არაკანონიერი უწყებების შექმნაში. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესცენტრმა გაავრცელა.

დროებით საცხოვრებელში, სადაც მიხალჩევკსი ცხოვრობდა, სანქცირებლი ჩხრეკა ჩატარდა. უკრიანურლი პრესის ინფორმაციით, ის შესაძლოა სახლემწიფო ღალატის მუხლით გაასამართლონ.

უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა მას უპოვეს რუსული პასპორტი და სხვა დოკუმენტები, რომელიც უკრაინული მხარის მტკიცებით ადასტურებს, რომ მიხალჩევსკი ოკუპანტებთან თანამშრომლობდა.

იტვირთბა....