ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმიანება. მისი თქმით, ამ განაჩენის ავტორები პოლიტიკურად ოტივირებულები არიან.
“თქვენთვის რომ გვეკითხა, მიშა ყველას უთვალთვალებდა, ხალხს ჭამდა, აწამებდა, ყველაფრის წილში იყო, მძინარე ცხინვალი დაბომბა, აღარ გავაგრძელებ და 4 წელი მიუსაჯეთ პატიმრის შეწყალების გამო? და ისიც, 6 წელი ამ ამბავს არკვევდით სასამართლოში?!” – წერს ჟორჟოლიანი და ხაზს უსვამს, რომ განაჩენის გამომტანები პოლიტიკურად მოტივირებულები არიან.
პარალელურად, ჟორჟოლიანი მოსამართლე არევაძეზე წერს, რომელმაც უშუალოდ გამოიტანა სააკაშვილის საბოლოო განაჩენი.
“ძალიან სამარცხვინო ხართ. მთელმა თქვენმა სამეგობრომ, ოჯახმა, გარემოცვამ უნდა იცოდეს, რომ ყველაზე სამარცხვინო მოსამართლე ხართ! არ მოგაწყენთ დღეიდან” – წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა წაყენებული. მოსამართლემ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, სააკაშვილმა დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების დაპირება მისცა და მოგვიანებით ისინი შეიწყალეს. გამოძიებამ ეს გარიგება უკანონოდ ჩათვალა.