ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი გადადგა

გაზეთ „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე გადადგა. ინფორმაციას ადასტურებენ მერიაშიც. მათი თქმით, ახალაძე საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.

გაზეთის ცნობით, ასევე გადადგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნატალია ზაქარეიშვილი. მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე, ჯერჯერობით, მამუკა შამილიშვილი მუშაობს. ნატალია ზაქარეიშვილმა თქვა, რომ პირადი განცხადების საფუძველზედატოვა პოსტი.

იტვირთბა....