პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანენ. კლინიკას ჯანდაცვის სამინისტრო შეარჩევს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მედიკოსთა კონსილიუმმა მიიღო.
ამჟამად თემირლან მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოში გადის მკურნალობას. მას კონსულტაციას მოსკოვიდან მოწვეული ნეიროქირურქი უწევს. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა გასული დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრი გაუარესება არ ჰქონია.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მაჩალიკაშვილის დაჭრის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია.