სპეცოეპრაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს მორიგი ოპერაცია, შესაძლოა ევროპის რომელიმე ქვეყანაში გაუკეთდეს. როგორც „მეტრონომს“ ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, ეს ოჯახის კატეგორიული მოთხოვნაა, რაზედაც ექიმთა გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი აზრი უკვე დააფიქსირა.
„ჯერჯერობით აქცენტი მის ჯანმრთელობის მდგომარებაზე გვაქვს გადატანილი. დღეს ვისმჯელებთ ღირს თუ არა მისი გადაყვანა და რამდენად მიზანშეწონილია. ერთმა ნაწილმა ამის მზაობა გამოთქვა, მოერე ნაწილმა კი თავი შეიკავა კომენტარისგან.
მისი მშობლების მოთხოვნაა და ვნახოთ რა იქნება, ჯანდაცვის სამინისტრო ოჯახს გვერდით უდგას და ამის წინააღმდეგი ალბათ არც პროკურატურა იქნება“,- გვითხრა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რა დროსაც თავად კლინიკები გამოთქვამენ თანხმობას პაციენტის მისაღებად.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია.