ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფხენიანი სეულთან მოლაპარაკებას იწყებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ განკარგულება გასცა. სპეციალური კავშირის ცხელი ხაზი დღეს დილიდან გაიხსნება. მოლაპარაკების მიზანი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის შესაძლო მონაწილეობაა. კიმ ჩეი ინმა თამაშებში მონაწილეობის სურვილი გასულ კვირას გამოთქვა, მანამდე კი სეულმა ფხენიანს 9 იანვარს მაღალი დონის შეხვედრის გამართვა შესთავაზა. მოლაპარაკება ე.წ. დემილიტარიზებულ ზონაში უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მას ბირთვული ღილაკი უკვე მზად აქვს.

„მე არავის ვემუქრები, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ღილაკი ჩემს სამუშაო მაგიდაზეა“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

როგორც მან განაცხადა, ბირთვული იარაღით ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ომის დაწყებისგან აკავებს, ხოლო თუ ფხენიანი ბირთვულ დარტყმას გადაწყვეტს, მას იერიშის მიტანა აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე შეუძლია.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი უკვე კარგა ხანია იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბირთვული ღილაკი ახლა უკვე მის სამუშაო მაგიდაზეა. გთხოვთ, ვინმეს მისი დაუძლურებული და ნაშიმშილები რეჟიმიდან, უთხარით, რომ მეც მაქვს ბირთვული ღილაკი, მაგრამ ჩემი უფრო ძლიერი და მუშაა.

იტვირთბა....