ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხვალიდან საჯარო დაწესებულებაში მომუშავეთა შრომის ანაზღაურების კანონი ამოქმედდება

I იანვრიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების საკითხებს ახლებურად აწესრიგებს. კანონის სახელწოდება ”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” გახლავთ.

აღნიშნული კანონის მოქმედება სახელმწიფო მოსამსახურეებზე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, პროფესიულ საჯარო მოხელეებსა და ადმინისტრაციულ, შრომითი ხელშეკრულებებით მიღებულ პირებზე ვრცელდება.

კანონი ადგენს განსაზღვრულ პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესს.

კანონი ასევე განსაზღვრავს საბაზო თანამდებობრივი სარგოს მნიშვნელობას და დანიშნულებას, აგრეთვე შრომის ანაზღაურების კომპონენტების – მოხელის სახელფასო დანამატის, საკლასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლებს. დგინდება ზოგიერთი შეზღუდვა შრომის ანაზღაურებასა და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული კანონით განისაზღვრა კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის (მათ შორის მუნიციპალიტეტებისთვის), აგრეთვე თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები თანამდებობების მიხედვით.

იტვირთბა....