ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცხინვალი დღეიდან 2 იანვრამდე ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს

დღეიდან 2 იანვრის დილამდე საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი დაიკეტება.

ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრის 22:00 საათიდან დროებით შეჩერდება მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში. გამშვები პუნქტების მუშაობა 2 იანვრის 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....