“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, მუშა რომელიც ვალეს საბავშვო ბაღსა და კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული, ნაქირავები სახლის აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
გარდაცვლილი ერთ–ერთი იყო იმ აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ვალეში სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით 27 დეკემბერს, ღამით, აქცია გამართეს. მუშები ბოლო ოთხი თვის ხელფასის დარიცხვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაოების შეჩერებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ.
როგორც ვალეში ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილს ბევრი ვალი ჰქონდა და იმის გამო, რომ ხელფასს ვერ იღებდა, ვერც ბინის ქირას ისტუმრებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.