ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვალეში, მამაკაცმა ვალების გამო თავი ჩამოიხრჩო

ვალეს საბავშვო ბაღსა და კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული 35 წლამდე მამაკაცი, ნაქირავები სახლის აბაზანაში ჩამომხრჩვალი დღეს, 29 დეკემბერს, სხვა მუშებმა ნახეს. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, მამაკაცი ვალეში სამუშაოდ დაახლოვებით ხუთი თვის წინ ჩამოვიდა და ბინა იქირავა. მათი ინფორმაციით,  გარდაცვლილი ოჩამჩირიდანაა დევნილი.

გარდაცვლილი ერთ–ერთი იყო იმ აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ვალეში სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით 27 დეკემბერს, ღამით, აქცია გამართეს. მუშები ბოლო ოთხი თვის ხელფასის დარიცხვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაოების შეჩერებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ.

მუშების ინფორმაციით, მამაკაცს ბევრი ვალები ჰქონდა და ხელფასის აუღებლობის გამო, ბინის ქირასაც ვერ იხდიდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

იტვირთბა....