პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა არ გამორიცხავს, რომ მის ოჯახში სპეცრაზმი შეცდომით შევიდა.
„ალბათ, გადარჩენას ცდილობენ. მთელ საქართველოს ამ ბავშვზე გული შესტკივა. აბსურდია, რასაც აბრალებენ. სიმართლეს არ შეეფერება. შთაბეჭდილება მრჩება, ჩემთან შეცდომით ხომ არ მოვიდნენ. ალბათ, მისამართი შეეშალათ. სახელმწიფო სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ, სად უნდა ესროლონ და რა უნდა აკეთონ. გრანტებია აღებული, ვითომ ტერორისტებს ებრძვიან, ეს თანხა ხომ უნდა ამოიღონ, ჩემნაირი უბედური გამონახონ?!“, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელმა თავში ესროლა. სუს-ის ინფორმაციით, ის სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა და მას ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სურდა, რა დროსაც, მისი მიმართულებით ისროლეს. ოჯახის წევრები და ახლობლები უარყოფენ ინფორმაციას რომ მას ხელყუმბარა ჰქონდა და და ტერორისტებთან იყო კავშირში.
მას გამოძიება 22 ნოემბერს ბერი გაბრელის ქუჩაზე ლიკვიდირებულ ახმეტ ჩატაევთან კავშირში სდებს ბრალს.