ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გაჩეჩილაძის სიძე გამოკითხვაზე დაბარებას კარტელურ გარიგებებზე განცხადებებს უკავშირებს

გია გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშენიძე ფინანსურ პოლიციაში გამოკითხვაზეა. საქმე ეხება მთავრობის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემულ ქონებას და მის, სავარაუდოდ, არამიზნობრივ გამოყენებას.

როგორც შარაშენიძემ გამოკითხვის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, უცნაურია, რომ ის დაკითხვაზე 6 თვის შემდეგ დაიბარეს. მისი თქმით, საგამოძიებო უწყება დაინტერესდა იმიტომ, რომ მან და მისმა სიმამრმა სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის კარტერულ გარიგებებზე ისაუბრეს:

,,ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ეს დაკითხვა ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებებთან, რომელიც კარტერულ გარიგებებს უკავშირდება. ჩვენ გვაქვს სასამართლოში და კონკურეციის სააგენტოში ჩვენი საჩივარი ამ საკითხზე და დღეს 6 თვის წინანდელ თემაზე დამიბარეს დაკითხვაზე. კურიოზია, მაგრამ ჩვენ 6 თვის წინ გადავეცით ქონების მართვის სააგენტოს მიწის ნაკვეთი. ეს ყველაფერი არის კადრებით აღბეჭდილი და ჩვენ ასევე ჩამოგვერთვა საგარანტიო 35 ათასი ლარის ოდენობით. ასე რომ დღეს რასთან დაკავშირებით გვიბარებენ, აბსოლუტურად გაუგებარია“, – აცხადებს შარაშენიძე.

იტვირთბა....