ახალი ამბები მთავარი სამართალი

სპეცოპერაციისას დაჭრილი მაჩალიკაშვილი თბილისში გადმოჰყავთ

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც პანკისის სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმელების მიერ დაიჭრა, თბილისში პოლიპროფილურ კლინიკაში გადმოჰყავთ.

როგორც თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განცხადა, პაციენტის ტრანსპორტირება შესაძლებელია.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა. ექიმის ვასილ გოტაძის განცხადებით თავის არეში მიყენებულმა ჭრილობამ ტვინიც მნიშვნელოვნად დააზიანა.

შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელმა თავში ესროლა. სუს-ის ინფორმაციით, ის სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა და მას ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სურდა, რა დროსაც, მისი მიმართულებით ისროლეს. ოჯახის წევრები და ახლობლები უარყოფენ ინფორმაციას რომ მას ხელყუმბარა ჰქონდა და და ტერორისტებთან იყო კავშირში.

მას გამოძიება 22 ნოემბერს ბერი გაბრელის ქუჩაზე ლიკვიდირებულ ახმეტ ჩატაევთან კავშირში სდებს ბრალს.

იტვირთბა....